21:46 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 19:07:32, 1559 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ ენმ-ის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ენმ-ის ლიდერი ყოველთვის მიხეილ სააკაშვილი იქნება.

„მარტივი ჭეშმარიტება ფორმულაში ჯდება მაშინაც კი, როცა სიტყვა „ნაციონალს“ დაამატებ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მათ საქმიანობას ვერანაირი გადანაცვლება ვერ გააკეთილშობილებს. არ ვიცი, ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაა თუ ტაქტიკური სვლა, რომ სააკაშვილმა თავისი ნეგატიური ფიგურა გვერდზე გასწიოს და ხალხი კიდევ მიიტყუოს, თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა ადამიანები არიან. ამ პარტიის ლიდერი ყოველთვის იყო და იქნება მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics