|
2019-03-14 20:22:14, 1495 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია და მომავალშიც ასე იქნება
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას განიხილავს როგორც ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს. მინისტრის განცხადებით, ამას ადასტურებს თავად ის ფაქტიც, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შესულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში, როგორც მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე, პროექტი შესულია ევროკავშირის მიერ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სატრანზიტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში, ასევე საყურადღებოა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის თემა ყოველთვის განიხილებოდა აშშ-ს მხარესთან მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრების, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომებისა და ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. "საქართველოს მთავრობა დღიდან პროექტის ინიცირებისა ხაზს უსვამს აღნიშნული პროექტის პრიორიტეტულობას მათ შორის ყველა მაღალი ტრიბუნიდან. ის რომ ანაკლიის პროექტი ჩასმულია ევროკავშირისთვის პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრანზიტო ქსელის ფარგლებში, ასევე ანაკლიის პროექტი მუდმივად დგას ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკირი ჯგუფის სამუშაო შეხვედრების დღის წესრიგში და სხვა. ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება იმის თქმა რომ სახელმწიფოსთვის აღნიშნული პროექტი არ არის პრიორიტეტული. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მომავალშიც ასე იქნება", - განაცხადა მინისტრმა. საყურადღებოა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში და მაღალი დონის შეხვედრებზე მუდმივად საუბრობენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, ისევე როგორც Hongqiao International Trade Forum-ის ფარგლებში ანაკლიის პორტის მნიშვნელობის ხაზგასმა. „აღსანიშნავია, რომ 4 მარტს რუმინეთში ვიზიტის დროს, სატრანსპორტო კორიდორის ინიცირებასთან დაკავშირებით ოთხმხრივ მინისტერიალზე (საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით) გამოსვლისას ვისაუბრე ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ასევე ანაკლიის პორტზე საუბარი არის მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაში“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მინისტრი სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც წარადგინა 2019-2022 წლის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე აგადადგმული ნაბიჯების შესახებ 2018 წლის ანგარიში. სხდომის ფარგლებში მინისტრმა დეპუტატების შეკიტხვებს უპასუხა.
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)