21:27 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 19:02:57, 1580 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - არ გადავმდგარვარ, თუმცა თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, გვერდზე გავიწევი

"არ გადავმდგარვარ, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, მაშინ გვერდზე გავიწევი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. 

წულუკიანის თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც მის უწყებას ეხება და მათზე სიდკუსია სურს. 

„არ გადავმდგარვარ. თუმცა არის 4-5 დღის გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას, თუნდაც ამჟამად მიმდინარეს პარლამენტში არ ეხება, ეს არის საკითხი,რომელიც მე ვთვლი რომ არის მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე,რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, იმიტომ რომ თანამდებობა არ არის ფასეული. ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა. თავს შევიკავებ, რადგან  შიგნით ვმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში. თუ მე ვნახე, რომ ის პოზიცია, რომელიც მე მაქვს არ იქნება გაზიარებული ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებას. ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics