|
2019-03-08 11:57:51, 1610 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: 2022 წელს განათლების სექტორზე 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს გავითვალისწინებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე დაახლოებით მილიარდ 600 მილიონი ლარია გათვალისწინებული. როგორც ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2022 წლისთის დაფინანსება 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს მიაღწევს. „გუშინ ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხედვა განათლების კონცეფციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ გახლავთ მხოლოდ განათლების კონცეფცია. ეს არის ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ დაძლიოს ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს ქვეყნის წინაშე. მეტიც, მე გუშინაც განვაცხადე, რომ პირადად ჩემთვის სწორედ ეს იდეა გახლავთ მთავარი მოტივაცია, რატომაც ვარ საჯარო პოლიტიკაში. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ მოვახდინოთ განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაცია და დავაფუძნოთ ყველაზე გამორჩეული განათლების სკოლა, ამ შემთხვევაში ქართული სკოლა. განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუ ქვეყნის ეკონომიკაში განათლების სექტორს არ აქვს ორნიშნა ციფრი, ანუ არ აქვს 10-11% მშპ-ში, 21-ე საუკუნეში, ასეთ ერებს ძალიან უჭირთ კონკურენცია საერთაშორისო ბაზრებზე, ვინაიდან ვერ ხდება ადამიანური კაპიტალის სწორი განვითარება. სწორედ ეს არის ჩვენი ორიენტირიც, რომ აღნიშნული იდეის განხორციელების შემდეგ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში და ის იყოს მინიმუმ ორ ნიშნა ციფრი (10-11% მშპ-სი) 2012 წელს გადმოვიბარეთ განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მილიონ ლარს არ აღწევდა, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე ჩვენ დაახლოებით მილიარდ 600 მილიონ ლარს გავითვალისწინებთ. 2020 წელს ის გახდება 2 მილიარდი, 2021 წელს 2 მილიარდ ნახევარი, ხოლო ჩვენი ინიციატივის შედეგად, 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, ანუ 3 მილიარდ 400 მლნ ლარს, ხოლო შემდგომი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე თუ ყველა შემდგომი მთავრობა ვალდებული იქნება მშპ-ის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე, ახალგაზრდობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. ჩვენი შეხედულებით, სწორედ განათლება არის გზა თავისუფლებისკენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)