|
2019-03-07 19:58:24, 2579 ნახვა
კომენტარი
ჯაში - განათლების 6%-იანი დაფინანსების მიღება იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც მომავალ თაობებს დავუტოვებთ
„განათლების 6%-იანი დაფინანსების მიღება იქნება ის ისტორიული გადაწყვეტილება ,რომელსაც მომავალ თაობებს დავუტოვებთ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა. მისი თქმით, განათლებაში სახელმწიფო ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ყოველწლიურად მოხდება. „ვფიქრობთ,მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში სულ მცირე ნახევარი პროცენტით უნდა გაიზარდოს, როგორც 2020 ასევე 2021 წლებში და უკვე 2022 წელს ჩვენ უკვე მივაღწევთ 6%-იან ნიშნულს. ჩვენ ვაყენებთ უმნიშვნელოვანეს, ამბიციურ ინიციატივას . 2022 წლისთვის სულ მცირე 2 ნახევარჯერ გაიზრდება განათლების დაფინანსება სახელმწიფო რესურსების ხარჯზე, რაც პირდაპირ აისახება კერძო სექტორის დაინტერესებაზე. ეს ნიშნავს ახალ სკოლებს,ახალ ბაღებს და პედაგოგების უკეთეს ანაზღაურებას. მასწავლებლის პროფესია გახდება პრესტიჟული , განათლების სისტემა შინაარსობრივად და ხარისხობრივად გახდება მნიშვნელოვნად განსხვავებული. როგორც ჯანდაცვაში მოვახდინეთ ფუნდამენტური ცვლილება,ესეთივე რადიკალური ცვლილებები უნდა მოხდეს განათლების სისტემაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მანვე აღნიშნა, რომ ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით არის დაგეგმილი. დეპუტატის განმარტებით, პირველი ინვესტიცია უნდა მოხდეს საბავშვო ბაღებში, მეორე საფეხური კი, სკოლები იქნება. „თითოეულ ბავშვს კონსტიტუციის დონეზე უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფასო საბაზო განათლება. მაქსიმალური აქცენტი უნდა გავაკეთოთ პედაგოგების ანაზღაურების ზრდაზე , რომ მოხდეს პროფესიული მოტივაცია და გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი , რათა დამატებითი მომზადება არ იყოს აუცილებელი. დაგეგმილია როგორც სახელმძღვანელოების ცვლილება, რომელიც დაწყებულია, ასევე პედაგოგთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარკვეული ცვლილება, რომელიც დაეფუძნება კოლეგიალურ და არა დამსჯელობით მიდგომას, როგორც იყო წლების მანძილზე. არ დარჩება არცერთი ქალაქი და მუნიციპალიტეტი, სადაც საჭიროების მიხედვით არ აშენდება უკეთესად აღჭურვილი სკოლები, საბავშვო ბაღები, იქნება სპორტული და სახელოვნებო ინვესტციების შესაძლებლობა. ეს იქნება ის საფუძველი, რომელიც მოგვცემს განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების შესაძლებლობას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)