|
2019-03-07 18:46:56, 1744 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: საქართველოს სჭირდება მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთ-ერთი წყაროა ინვესტიციებისა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში იმისთვის, რომ მოდერნიზება მოხდეს და სტრატეგიული მიზნების შესრულება. "სწორი საინვესტიციო გარემოს შექმნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სწორად რეგულირდება ახალ ორგანულ კანონში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შესახებ საკუთრების საკითხი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს და პროგნოზირებადს გახდის ინვესტიციებს სასოფლო-სამეურნეო სექტორის მიმართულებით. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ აღებული პასუხისმგებლობა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების შენარჩუნება მოხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არის გათვალისწინებული და ასევე დაშვებულია სივრცე სხვადასხვა ფორმით უცხოელების მონაწილეობისთვის, რომელიც არის სწორი და დაბალანსებული მიდგომა“, - ლევან დავითაშვილი. ამასთან, დავითაშვილის განცხადებით, „დაიწყო მექანიზაციის ხელშეწყობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 50% თანადაფინანსებით უზრუნველვყოფთ ყველა იმ ფერმერს, რომელიც დაინტერესებული იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პრობლემაა სოფლად ტექნიკის არარსებობა. პრობლემის მოგვარების მიზნით, სამინისტრომ 2018 წელს დაიწყო აგროკრედიტითა და აგროლიზინგით მექანიზაციის დაფინანსება. ლევან დავითაშვილმა სურსათის უვნებლობის საკითხზეც ისაუბრა. „სურსათის უვნებლობის მიმართულებით მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამომხმარებლო ბაზრისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი. არსებული მონაცემებით, კონტროლის მასშტაბი გაზრდილია, თუმცა კონტროლის გაზრდის პარალელურად მცირდება სამართალდარღვევები“, - განაცხადა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. საზოგადების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასმელი წყლის ნიმუშების კვლევის შედეგებზე და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ნიმუშის აღება ხდება. „არსებული დარღვევები უკავშირდება იმ გამოწვევებს, რომლებიც მთავრობას აქვს. ეს არის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ამ კუთხით მჭიდროდ ვმუშაობთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)