|
2019-03-07 16:27:52, 1684 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: დღეს არ არსებობს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა
დღეს არ არსებობს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ,,ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის „განათლება-გზა თავისუფლებისკენ" შეფასებისას. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ გადადგა ძალიან გაბედული ნაბიჯი, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობას და სიღარიბის დაძლევას. „როგორც წესი, ჩვენი ზომისა და შემოსავლების მქონე ქვეყანა, ერიდება ამა თუ იმ სფეროში საკანონმდებლო დონეზე გაწეროს ვალდებულება, თუმცა მჯერა, რომ ეს არის ძალიან გაბედული ნაბიჯი, რომელიც მომავალში ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს. ინიციატივა ითვალისწინებს განათლების ბიუჯეტის თანდათანობით ზრდას და 2022 წლისთვის მშპ-ს 6%-იან ნიშნულამდე მიღწევას. ეს მოცულობა დღეს არსებული საგადასახადო შემოსავლების მეოთხედზე მეტია. რაც მთავარია, ამ მონაცემების უკან დგას ძალიან მრავალმხრივი რეფორმა - ეს არის ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, მათი აღჭურვა უახლესი ტექნიკით. ამავდროულად, გათვალისწინებულია მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, პედაგოგთა ხელფასის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ისე, რომ ეს პროფესია იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, რათა საუკეთესო ძალები და ახალგაზრდები მოდიოდნენ ამ პროფესიაში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, განათლების დონის გაზრდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. „ჩვენ ავამაღლებთ ამ პროფესიის პრესტიჟს, ავწევთ განათლების დონეს და ამით გავზრდით ეკონომიკას, რადგან იცით, რომ დღევანდელ დღეს ის ქვეყნებია მოწინავე და მათ აქვთ ეკონომიკური ზრდა, სადაც ადამიანური კაპიტალი არის მაღალ დონეზე. ეს იზომება სხვადასხვა ინდექსით, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით. დღეს ვართ 61-ე აღნიშნულ ინდექსში და ჩვენი მიზანია, რომ ამ რეფორმის დაწყების შემდეგ, უახლოეს 10-12 წელიწადში, ადამიანური კაპიტალის ინდექსის ნაწილში ვიყოთ მსოფლიო ათეულში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)