|
2019-03-05 20:01:44, 1536 ნახვა
პოლიტიკა
მოგერინი კარასინზე: ევროკავშირი არასოდეს მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა მხარეს უნდა ირჩევდეს
"ევროკავშირი არასოდეს მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა უნდა ირჩევდეს ერთ ან მეორე მხარეს", - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროფასა და რუსეთს შორის უნდა აირჩიოს. მოგერინის მტკიცებით, ევროკავშირთან პარტნიორობა სხვა ქვეყანასთან ცუდი ურთიერთობის დამყარებას არ გულისხმობს. „საკმაოდ მკაფიოდ აღვნიშნე რა პასუხისმგებლობა გააჩნია ევროკავშირს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცულობის კუთხით. რამოდენიმე ინიციატივა არსბეობს, მათ შორის არის მონიტორინგის მისია და დიპლომატიური ჩართულობაც ჟენევის საერთაშორისო დიალოგის ფარგლებში. ამ საკითხს რუსეთის ხელისუფლებასთან ყოველთვის ვაყენებთ სხვადასხვა დონეზე. მინდა ვთქვა ძალიან მკაფიოდ, როგორც დღეს ვახსენეთ, სამშვიდობო პოლიტიკის დეტალებზე ვისაუბრეთ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კუთხით, ხალხთაშორისი ურთიერთობები არის გადამწყვეტი, შერიგების პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ საქართველოს უკავშირდება, არამედ ყველა ჩვენ კონფლიქტს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში. ევროკავშირი არასოდეს მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა უნდა ირჩევდეს ერთ ან მეორე მხარეს. მეგობრობა, პარტნიორობა, ევროკავშირთან სიახლოვე არ გულისხმობს ნაკლებ მეგობრობას რომელიმე სხვა ქვეყანასთან. პარტნიორობა ევროკავშირთან არის თავსებადი ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ურთიერთობის. აქედან გამომდინარე, იქ მთავარია, რომ მიმზიდველობა არსებობდეს ორ ქვეყანას შორის, თორემ ჩვენ ხელის შემშლელი არ ვართ", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა 4 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)