|
2015-01-22 12:54:53, 2102 ნახვა
ეკონომიკა
ღარიბაშვილი: მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტს განაგრძობს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე “მოგზაურობა და ვაჭრობა მაღალი რისკების ეპოქაში”. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ღია საზღვრების პოლიტიკაზე გაამახვილა. “დღევანდელ მსოფლიოში თავისუფალი და ღია საზღვრების პოლიტიკა, როგორც ასეთი, არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის წინაპირობა. ღია საზღვრებს შეუძლია არსებითი სარგებლის მოტანა. ევროკავშირში ადამიანები მოგზაურობენ თავისუფლად, ასევე დაუბრკოლებლად ხდება პროდუქციის ტრანსპორტირება და მომსახურების მიწოდება. ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი წინ. ეს ხელშეკრულება იძლევა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებში სატარიფო და არასატარიფო დაბრკოლებების მოხსნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ თავისუფალმა ვაჭრობამ მეზობლებსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საგრძნობი პოზიტიური შედეგები უკვე მოიტანა. ამ ეტაპზე საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა დაახლოებით ერთი მილიარდი მომხმარებლის ბაზართან ევრაზიის კონტინენტზე და მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უზრუნველყოს ვიზების ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სხვა წევრ ქვეყნებთან, ასევე აშშ-სა და კანადასთან. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემირ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ღია საზღვრების პოლიტიკის წინაშე მდგარ გამოწვევებზეც, ასევე ისაუბრა პარტნიორობის აუცილებლობაზე რისკების ერთად და კოორდინირებულად დასაძლევად. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გამოვიდა ინიციატივით, თბილისში მოეწყოს აბრეშუმის გზის ფორუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია. “ფორუმზე განხილული იქნება ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასთან, ასევე თანამშრომლობის ოთხ სფეროში (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ადამიანებს შორის კონტაქტი) პარტნიორობის გაღრმავების სარგებელსა და პრაქტიკულ განხორციელებადობასთან დაკავშირებული საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ფორუმი მოგვცემს დიდ პოტენციალს (სხვა საკითხებთან ერთად) ღია საზღვრების პოლიტიკის განმტკიცებისთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ამ ფორუმს და დაინტერესებას გამოთქვამთ მის მიმართ,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)