|
2019-03-04 18:40:27, 1519 ნახვა
კომენტარი
რომან კაკულია - დეპუტატებს მოვუწოდებ, ვიდრე „თიბისის“ საქმე ბოლომდე არ გაირკვევა, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნონ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატებს მოუწოდებს, ვიდრე „თიბისის“ საქმე ბოლომდე არ გაირკვევა, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნონ. მისივე თქმით, ერთი მხარის მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო დასკვნისთვის ეს საკმარისი არ არის. „ამ პროცესში ნეიტრალურები უნდა ვიყოთ და ჩვენ სწორი პროცესი უზრუნველვყოთ. სწორ პროცესში, რა თქმა უნდა, შეკითხვები უნდა დასმულიყო. ახლა ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოზიციის გამოხატვას ველოდებით. ფორმატზეც შეიძლება შევთანხმდეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დეპუტატებმა გაიგონ, როგორია ეროვნული ბანკის პასუხები. აქ სხვა მნიშვნელოვანი თემებიც გაჟღერდა. უკვე ამას პოლიტიკური დატვირთვა შეძენილი აქვს, ეს ვინმეს მოსწონს, თუ არა. აქედან გამოსვლა უმტკივნეულოდ და სწორად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ყველა დასმულ შეკითხვაზე პასუხი არსებობს. როგორც წესი, ერთი მხარის მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო დასკვნისთვის ეს საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ მათ მიეცათ საშუალება ყველა თავიანთი მოსაზრება გამოეთქვათ. ახლა ეროვნული ბანკის რეაქციას დაველოდოთ. ასევე გამოხმაურებას პროკურატურის მხრიდან. ჩვენ დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ. მათ საშუალება მივცეთ, აღნიშნულ შეკითხვებთან დაკავშირებით განცხადებები ისეთ ფორმატში გააკეთონ, რომელიც სიტუაციას არ დააზარალებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ვინმე მხარედ არ გამოჩნდეს. კოლეგებს მოვუწოდებ, ვიდრე ეს საქმე ბოლომდე მიყვანილი არ იქნება, ნეიტრალურობა შეინარჩუნონ“,- განაცხადა კაკულიამ. შეგახსენებთ, პარლამენტში გამართლ სხდომაზე თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის განცხადებას მოგვიანებით შს მინისტრი გამოეხმაურა და მას „პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ უწოდა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)