00:34 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 17:04:26, 1720 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა, მარინა მიქელაძეს და ეთერ ტარიელაძეს დედის დღე მიულოცა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს თავმჯომარესთან გიორგი დავითაძესთან, მერის მოადგლე რუსუდან შავაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ამირან მამალაძის დედას, მარინა მიქელაძეს დედის დღე მიულოცა, გმირი შვილის გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა.

გმირი ამირან მამალაძე 2008 წლის 2 მაისს ჩაირიცხა ქართული ჯარის 53-ე ბატალიონის, მე-5 ბრიგადაში. დაიღუპა 9 აგვისტოს. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

ქალბატონ მარინა მახარაძეს დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ,, 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში, 1 000 ლარი გადაეცა.

დღესვე, შუახევის მერი თანხლებ პირებთან ერთად ბარათაულში დამსახურებულ პედაგოგს, ორი შვილის დედას, 83 წლის ქალბატონ ეთერ ტარიელაძეს სახლში ეწვია, დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

 ქალბატონი ეთერი 47 წელი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ბარათაულის სააჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის პედაგოგად მუშაობდა. აღზრდილი ჰყავს არაერთი თაობა, მიღებული აქვს მრავალი საპატიო სიგელი და დიპლომი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics