|
2015-06-19 15:13:29, 681 ნახვა
ეკონომიკა
საპარტნიორო ფონდის მანდატი, შესაძლოა, შეიცვალოს
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა საპარტნიორო ფონდის მანდატის გადახედვაზე მუშაობს. კითხვაზე, შეიქმნება თუ არა ქვეყანაში მცირე ბიზნესის დახმარების ფინანსური ორგანიზაცია ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა საპარტნიორო ფონდის დიზაინის და მანდატის შეცვლაზე მუშაობს. "საქართველოს აქვს განვითარების საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ეწოდება საპარტნიორო ფონდი. ჩვენ ვსაუბრობთ მისი მანდატის გადახედვაზე და ამაში გვეხმარება გერმანიის განვითარების საფინანსო კორპორაცია, რომელიც ორ კვირაში წარმოადგენს საჭიროებების შეფასებას, რასაც დაეყრდნობა საპარტნიორო ფონდის მანდატის გადახედვის პროცესი", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ახალი საფინანსო ინსტიტუტის შექმნაზე საუბარი არ არის. კვირიკაშვილის განცხადებით, საუბარია არსებული ინსტიტუტის დიზაინისა და მანდატის შეცვლაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)