|
2019-03-04 14:38:10, 1973 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე - ეს იგივეა, რომ მამას 27 წლის შვილთან ურთიერთობა აუკრძალო
„ეს მდგომარეობა გავს იმას, რომ 27 წლის შვილთან არ მოგცენ ურთიერთობის უფლება, წელიწადში 4 ჯერ ნახო და მოუსმინო, რას აკეთებს“, - ასე გამოეხმაურა „თიბისის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. როგორც მან აღნიშნა, რეგულატორის მოთხოვნის შემდეგ, მზად იყო „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია დაეტოვებინა, თუმცა მას სებ-მა ბანკის სრულად დატოვება მოსთხოვა. „ჩვენ არასოდეს რეგულატორთან პრობლემა არ გვქონია და კამათი. მათ თქვეს რომ არა, თქვენი თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან გადადგომა არ არის საკმარისი, თქვენ საბჭოდანაც უნდა წახვიდეთ. მე ვუთხარი, ეს დაახლოებით გავს იმას, რომ 27 წლის შვილთან არ მოგცენ ურთიერთობის უფლება, წელიწადში 4 ჯერ ნახო და მოუსმინო რას აკეთებს. ეს დაახლოებით იგივეა, მამას რომ აუკრძალო შვილთან ურთიერთობა. მე ვუთხარი, რომ იქნებ ორი ადამიანი დაამატოთ კიდევ დამოუკიდებელი, ჩვენ ლონდონის ბირჟას ვთხოვთ, რომ 7 გავზარდოთ 9-მდე და გვქონდეს საშუალება, რომ ვიჯდეთ და მოვუსმინოთ იმიტომ, რომ 9 კაცში ორმა კაცმა, წელიწადში 4-ჯერ რა გავლენა უნდა მოახდინოს, მაგრამ თქვეს, რომ არა, ეს არის კატეგორიული საკითხი. მაშინ ვთქვით, რომ ჩვენ ამას დავეთანხმებით, მაგრამ წერილი მაინც მოგვეცით, რომ ფულის გათეთრება ამ სისტემაში ჩვენთან არ მომხდარა, მით უმეტეს თქვენ იცით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა იურიდიულმა კომპანიამ „დენტონსმა“ დადო დასკვნა, სადაც ამის შესახებ წერია. როდესაც ვამბობთ, რომ Fitch-ის რეიტინგი კარგია, უნდა ვთქვათ, რომ „დენტონსიც“ იგივე დონისაა. როცა ეს მივაწოდე ყველა ეკონომიკურ ბლოკს და ვთხოვე რომ გარკვეულიყვნენ, არავინ არ დამიკვაშირდა და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უკვე ადამიანებმა მხარე დაიჭირეს. როგორც შეიძლება გამოძიება მიდის, უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, ჯერ დამნაშავეც არ არის ცნობილი, დაზარალებულიც, პრესკონფერეციაზე გადასული პროკურატურა და მე ჩათვალე რომ არსებობენ ადამიანები ეკონომიკურ გუნდში, რომლებიც დაინტერესდებიან და ესე დამისვავენ კითხვებს. სამწუხაროდ მივიღეთ ისე, რომ ბანკი კარგია და ბადრის და მამუკას აქვს პრობლემები, ესე არ გამოვა მეგობრებო. პირველი განცხადებიდან მეორემდე ჩვენმა ინვესტორებმა 200 მილიონის ზარალი მიიღეს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)