14:12 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-18 13:39:59, 258 ნახვა

Wildberries-ის საქართველოში გაფართოება ქვეყნისთვის სანქციურ, ფინანსურ, რეპუტაციულ და უსაფრთხოების რისკებს ქმნის

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ანგარიშის მიხედვით, რუსული სავაჭრო პლატფორმა Wildberries-ის საქართველოში გაფართოება ქვეყნისთვის სანქციურ, ფინანსურ, რეპუტაციულ და უსაფრთხოების რისკებს ქმნის. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობა სცდება ონლაინვაჭრობის ფარგლებს და შესაძლოა, საქართველო სანქცირებული რუსული ბიზნესის ლოჯისტიკური და ფინანსური გადარჩენის ქსელის ნაწილად აქციოს. 

Wildberries-ი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმაა, რომელსაც „რუსულ ამაზონსაც“ უწოდებენ.

ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა Wildberries-ის მფლობელი ტატიანა კიმი დაასანქცირა - ბრიუსელის შეფასებით, კომპანია რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია და რუს სამხედროებს აღჭურვილობის შეძენას უადვილებს. საქართველოში კი Wildberriesის ოპერატორი გაფართოებას აგრძელებს - ქალაქ რუსთავთან სახელმწიფოსგან 19 ჰექტარზე მეტი მიწა შეიძინა, სოფელ გამარჯვებაში საწყობი იჯარით აიღო და თბილისში ტაქსის სერვისის გაშვებისთვის ემზადება. ქართული ოპერატორის „ტრანსკომ გრუპის“ თავდაპირველი მფლობელი ბანკ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლაშა მეგრელიძე გახლდათ. 2024 წლიდან კომპანიის დირექტორი და 100% იანი წილის მფლობელია „ქართული ოცნების“ შემომწირველი და ამავე პარტიის დეპუტატის გიორგი ბარვენაშვილს ბიზნესპარტნიორი სერგი თვალჭრელიძე

" Wildberries-ის მფლობელის დასანქცირება მხოლოდ პერსონალურ შეზღუდვად არ უნდა განვიხილოთ. მას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს თავად კომპანიის საქმიანობაზეც. ევროკავშირის სანქციების წესების თანახად, თუ სანქცირებული პირი კომპანიის 50%-ზე მეტს ფლობს ან მას აკონტროლებს, სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები, როგორც წესი, ამ კომპანიაზეც ვრცელდება. ტატიანა კიმი Wildberries-ის 100%-ს ფლობს, ხოლო გაერთიანებულ კომპანია RWB-ში (Wildberries & Russ) მისი ირიბი წილი 65%-ს შეადგენს. შესაბამისად, Wildberries შესაძლოა სერიოზული ფინანსური და საოპერაციო რისკების წინაშე აღმოჩნდეს. მათ შორისაა საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების შეფერხება ან დაბლოკვა, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მომსახურებაზე უარის თქმა, საერთაშორისო პარტნიორებთან ხელშეკრულებების შეჩერება ან შეწყვეტა და მიწოდების ჯაჭვების დარღვევა. გარდა ამისა, სანქციების გვერდის ავლის რისკის 2 თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა კომპანიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვან ბანკებმა და პარტნიორებმაც. გაერთიანებულმა სამეფომ Wildberries Bank-ს სანქციები 2026 წლის 16 ივნისს დაუწესა. 23 ივლისს ევროკავშირმა 21-ე სანქციების პაკეტში ორივე ბანკი, Wildberries Bank და Ozon Bank, შეიყვანა. ევროკავშირის ზომები აქტივების გაყინვასა და ბანკებისთვის თანხების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას მოიცავს.

ბრიტანული ზომები მოიცავს სატრასტო მომსახურების შეზღუდვას, დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვას, საკორესპონდენტო საბანკო ურთიერთობებისა და გადახდების დამუშავების აკრძალვას. ჯგუფის სხვა კომპანიებზე კონკრეტული შეზღუდვის გავრცელება საკუთრებაზე, კონტროლსა და გარიგების მხარეებზეა დამოკიდებული. Wildberries-ის განცხადებით, ჯგუფს ევროკავშირში აქტივები და საქმიანობა არ აქვს და კიმის სანქცირება ოპერაციებზე გავლენას ვერ მოახდენს."- წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად 2022 წლის 26 ივლისს საქართველოში დარეგისტრირდა შპს „ტრანსკომ გრუპი“, რომელიც მოგვიანებით Wildberries-ის ადგილობრივი ოპერატორი გახდა. პლატფორმამ გაყიდვები 2024 წლის 22 ოქტომბერს ფრანშიზის მოდელით დაიწყო. პირველ ეტაპზე მომხმარებლებს დაახლოებით რვა მილიონი დასახელების პროდუქტი შესთავაზეს. შეკვეთები თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ პუნქტში გაიცემოდა. შემდეგ გაცემის ქსელი თბილისს გასცდა და პლატფორმაზე გაყიდვის შესაძლებლობა ქართველ მეწარმეებსაც მიეცათ. შეკვეთის გაცემის პუნქტი მომხმარებელს უკვე გამზადებულ ამანათს გადასცემს, საწყობი კი გამყიდველებისგან საქონლის მიღებას, მარაგის შენახვასა და შეკვეთების განაწილებას ემსახურება. ქართულ პორტალზე გამყიდველებისთვის გამოქვეყნებული პირობები საქონლის მიღების, შენახვის, დახარისხებისა და მიწოდების მოდელებსაც მოიცავს. 

ოთხი მიწის ნაკვეთი რუსთავთან კვლევისთვის თავმოყრილი სარეგისტრაციო მონაცემებით, 2026 წლის იანვარში „ტრანსკომ გრუპმა“ ოთხი ნაკვეთი პრივატიზაციის გზით, უშუალოდ სახელმწიფოსგან შეიძინა. ოთხივე თბილისი–წითელი ხიდის საერთაშორისო გზის (ს-4) მე-17 კილომეტრის მიმდებარედ, ერთ უბანშია თავმოყრილი. ს-4 აზერბაიჯანის საზღვრამდე მიდის. გზასა და საბაჟო ინფრასტრუქტურასთან მდებარეობა ამ ტერიტორიას ლოგისტიკისთვის ხელსაყრელს ხდის. ნაკვეთების საზღვრების უწყვეტობა და კონკრეტულ საბაჟო ობიექტამდე მანძილი საკადასტრო რუკით ცალკე დასადასტურებელია. [4, 13, 14] კვლევაში თავმოყრილი ჩანაწერების მიხედვით, ნაკვეთის საკადასტრო კოდით 02.08.01.039 ფართობია 23 417 მ², კოდით 02.08.01.050 — 68 930 მ², კოდით 02.08.01.122 — 4 33 322 მ², ხოლო კოდით 02.08.01.051 — 66 852 მ². ოთხივე ნაკვეთის საერთო ფართობი 192 521 მ²-ს, ანუ 19.25 ჰექტარს შეადგენს. [4, 14] ოთხი ნაკვეთის ერთ უბანში თავმოყრა და ოპერატორის უკვე დოკუმენტირებული სასაწყობე საქმიანობა საფუძველს ქმნის ვარაუდისთვის, რომ მიწა საწყობის ან ლოგისტიკური კომპლექსისთვისაა გამიზნული. პროექტის დანიშნულება, შენობების ფართობი და მშენებლობის ვადები საჯარო მასალებით ჯერ ვერ დგინდება. [4, 15] საწყობი სოფელ გამარჯვებაში 2026 წლის 28 ოქტომბერს „ტრანსკომ გრუპმა“ გამოაცხადა ტენდერი №69843 სასაწყობე ობიექტში მობილური კავშირის სიგნალის გასაუმჯობესებლად. ტექნიკურ აღწერაში მითითებულია სოფელი გამარჯვება, საკადასტრო კოდი 81.07.04.1006 და დაახლოებით 13 000 მ² ფართობის სასაწყობე ობიექტი. იჯარის ჩანაწერში შენობის ფართობი 12 816.8 მ²-ია, იჯარის დასრულების თარიღი კი 2028 წლის 19 ივნისი. ტენდერის საჯარო ჩანაწერში მონაწილეთა რაოდენობა ნულია. დოკუმენტები ადგენს, რომელ შენობას ასახელებს ქართული ოპერატორი საწყობად და რა სამუშაოს შესრულებას გეგმავდა. [4, 15] „ტრანსკომ გრუპმა“ გარდაბანში მეორე საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

კვლევისთვის მოწოდებული ჩანაწერის მიხედვით, ხელშეკრულება 2025 წლის 16 მაისს ორი წლის ვადით დაიდო და ეხება უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 81.07.04.700. ამ ფართობების გარდა, თუ რუსთავთან ლოგისტიკური ცენტრი მოეწყობა, ჯგუფს რუსეთის ფარგლებს გარეთ საქონლის მიღების, შენახვისა და განაწილების დამატებითი გაცილებით დიდი შესაძლებლობა ექნება. შეძლებს თუ არა ის რუსეთში დაზიანებული საწყობების ზოგიერთი ფუნქციის გადაბარებას, დამოკიდებულია კომპლექსის სიმძლავრეზე, მომსახურების ბაზრებსა და ტვირთის მოძრაობის მიმართულებებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფარულავა - პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ
გვარამია - თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის ოცნება
კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი
სანაია - რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვილაპარაკებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics