|
2019-03-04 14:05:00, 1375 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე - თუ ამოცანა ის არის, რომ ანაკლიის პორტის პროექტში არ ვიყოთ, კაცურად გვითხარით და გავიგებთ
„თუ ამოცანა სხვა არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი არც ადამიანურად, არც სხვანაირად“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საკმოიტეტო მოსმენაზე, ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „თიბისის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო, 600-მილიონიანი პაკეტის დახურვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ვერ ხერხდება. „ჩვენ ისეთი ხელშეკრულება დაგვიდეს სახელმწიფოს მხრიდან, იმ დროს გახსოვთ ვინ იყო პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, გვაბრალებდნენ, რომ თითქოს რაღაც საჩუქარი მივიღეთ. მე მესმის მათი პოზიცია, მათ სახელმწიფო ინტერესები დაიცვეს ისე მკაცრად, რომ არც ერთი ნორმალური ბიზნესმენი იმ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა. ჩვენ მოვაწერეთ ამას ხელი და სწორედ ის გაწელვა საკითხში, გადავადება არის გამოწვეული იმის გამო, რომ ჩვენი დამფინანსებელი ბანკები, 4 ბანკი, რომელიც 400 მილიონ დოლარზე მუშაობს, მათთვის მიუღებელია 8 პუნქტი იმ ხელშეკრულებაში. არის ესეთი სიტყვა „not bankable“. ამასთან დაკავშირებით მთავრობასთან შეხვედრა ჰქონდათ რამოდენიმე კვირის წინ. სახელმწიფო ერთის მხრივ ამბობს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, მეორეს მხრივ მიდის ჩვენი იმიჯის დისკრედიტაცია იმ ბანკებთან, რომელიც ერთი მხრივ არიან ჩვენი პარტნიორები და მეორე მხრივ უნდა მოვაწეროთ ხელის 600-მილიონიანი პაკეტის დახურვას მაისი-ივნისში. მათ პირდაპირ თქვეს რომ ვერ გააფორმებენ ჩვენთან ხელშეკრულებას, რადგან არსებობს უამრავი თემა და სანამ არ დაიხურება ეს თემა და ნათელი არ მოეფინება ამ სიტუაციას. თუ ამოცანა სხვა არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით და გავიგებთ მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი არც ადამიანურად არც სხვანაირად. მგონი ყველა დარწმუნდით, რომ არანაირ კრიმინალთან და ფულის გათეთრებასთან საქმე არ გვაქვს. როცა პროკურატურა გამოდის და საბანკო ოპერაციებზე კომენტარს აკეთებს, ამბობს, რომ არანაირი დაზარალბეული არ არის, ბრალდებული არ არი და ეხლა უკვე ტონიც შეიცვალა და ეძებენ ვინ შეიძლება იყოს, ეს არის გაურკვეველი რაღაც“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკისგან ისეთი შინაარსის კითხვებს იღებს, რაც სებ-ის კომპეტენციაში არ შედის. "ამავე დროს ეროვნული ბანკიდან წერილებს ვიღებთ და გვეკითხებიან ვინ არის ანაკლიის კორპორაციაში დამფუძნებელი? ვის რამდენი პროცენტი აქვს? რა ეროვნული ბანკის საქმეა ანაკლიის კერძო კოპმანიაში ვის რაც წილი აქვს, ვინ რა ფული ჩადო და ასე შემდეგ, 180 მილიონი ლარის გვაქ ინვესტირებული დღემდე", - განაცხადა ხაზარაძემ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)