23:43 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-02 10:47:18, 1919 ნახვა

სამართალი
ზუგდიდში „ლიბერთის“ ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს - დაჭრილია 1 პირი

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს.

შემთხვევა გამსახურდიას გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა რამოდენიმე გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც, ერთი ინკასატორი დაიჭრა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთ სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics