|
2019-03-02 10:27:10, 1644 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო: აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო ვთქვი
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მან აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობაზე უარი, ბელარუსის შესაძლო იზოლაციის გამო თქვა, - ინფორმაციას Lenta.ru ავრცელებს. ლუკაშენკოს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური მინსკი აფხაზეთს აღიარებდა, ბელარუსს სანქციებს დაუწესებდნენ. მან ნატო-ს მაშინდელი გენერალური მდივნის ხავიერ სოლანას სიტყვებიც გაიხსენა, რომელმაც სრული იზოლაციის შესახებ გააფრთხილა. "ხავიერ სოლანა ჩამოვიდა ჩემთან. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მან მითხრა - "თუ აფხაზეთს აღიარებთ, საბანკო სისტემიდან გაგთიშავთ, სრულ იზოლაციაში მოექცევით და ა.შ.“. მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა ყველაფერი. მახსოვს მაშინ დიმიტრი მედვედევსაც შევხვდი, მასთან დალაპარაკება მინდოდა, თუმცა ის საუბრისთვის მზად არ იყო. მითხრა, რომ ამ საკითხში ბევრი ეკონომიკური დეტალია, რომელშიც ვერ ერკვევა და ლადიმერ პუტინთან გადამამისამართა",-განაცხადა ლუკაშენკომ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)