23:17 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 16:26:13, 1748 ნახვა

კომენტარი
ქაცარავა: მძიმე სურათის წარმოჩენა ეუთო-ს ანგარიშთან დაკავშირებით არასწორია

„მთავარი გზავნილი ეუთოს დასკვნაში არის ის, რომ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება თავისუფალ გარემოში თავისი არჩევანი გაეკეთებინა", - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ ეუთოს დასკვნის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით,  ანგარიშთან დაკავშირებით მძიმე სურათის წარმოჩენა არასწორია.

„ასეთი მძიმე სურათის წარმოჩენა ეუთოს ანგარიშთან დაკავშირებით ვთვლი რომ არასწორია. ეს არის ჯანსაღი პროცესი, როდესაც ეუთო აკვვირდება არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში და ანგარიშში ასახავს როგორც პოზიტიურ მხარეებს, ასევე, რეკომენდაციებს. მთავარია, რომ ანგარიშში აისახა ის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, წინასაარჩევნო გარემო იყო თავისუფალი და კონკურენტული, ხოლო არჩევნები იყო მაღალ პროფესიონალურ დონეზე ადმინისტრირებული. ჩვენ ბუნებრივია ყოველთვის მაქსიმალურად ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. სწორედ პოლონეთში ვიზიტის დროს მე და პარლამენტის თავმჯდომარეს გვქონდა შეხვედრა ODIHR-ის ხელმძღვანელთან, სადაც გამოვხატეთ მზაობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics