20:48 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 12:22:29, 1664 ნახვა

კომენტარი
წერეთელი: ეუთო-ს დასკვნა უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპები ხელისუფლებისთვის, რათა რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს

ეუთო-ს საბოლოო დასკვნა უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპები ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი არჩევნებისთვის საქართველოს რეპუტაციას ჩრდილი არ მიადგეს, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა  და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს საბოლოო დასკვნა.

წერეთელი აცხადებს, რომ დასკვნაში არჩევნების შეფასების თვალსაზრისით ბევრი კრიტიკა იყო შეტანილი. 

„ეუთო-მ გამოაქვეყნა თავისი საბოლოო დასკვნა საქათველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი, მძაფრად კრიტიკული მოსაზრებაა, რაც ეხებოდა ადმინისტრაციულ რესურსს, იმ სქემას, რომლითაც ხდებოდა ვალების დაფარვა და არის მიუღებელი სტანდარტი. თუ რაიმე პოზიტივი არსებობს, ესეც ყოველთვის აღინიშნება ეუთო-ს დასკვნაში, მაგრამ კრიტიკული ძალიან ბევრია და ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპები პირველ რიგში ხელისუფლებისთვის. ამ დასკვნას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეცეს პასუხი რომ „ეს არ არის სწორი“ ან „სხვანაირად იყო და დამკვირვებლებს ეშლებათ“, არამედ უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემები აღარ არსებობდეს უნდა შემდეგი არჩევნებისთვის და საქართველოს რეპუტაციას არ უნდა მიადგეს ჩრდილი ასეთი პროცესის შემდეგ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთომ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics