|
2015-06-19 13:21:37, 690 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებაში მსოფლიო ბანკის ექპერტები ჩაერთვებიან
„სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებაში მსოფლიო ბანკის ექსპერტები ჩაერთვებიან“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ზარალის სავარაუდო მოცულობა ითქვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტი შეფასება დაიდოს. „ზარალის სავარაუდო რიცხვი ითქვა, მაგრამ მაინც ძალიან სწორი იქნება დაიდოს ზუსტი შეფასება. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის წერილი მივიღეთ, რომ მსოფლიოს ბანკიდან გამოიყოფა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება ზარალის შეფასებაში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ამასთან, კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც საბიუჯეტო, ასევე კერძო სექტორიდან თანხებთან დაკავშირებით კოორდინაცია ხდება. „გუშინ ჰქონდა ფინანსთა მინისტრს იმ ბანკებთან შეხვედრა, ვინც სპეციალური ანგარიში გახსნა. როგორც იცით საბიუჯეტო ანგარიშიც არის გახსნილი და მინისტრის მიერ ხდება კოორდინაცია ამ მიღებული თანხებით მიზნობრიობაზე, რომ ოპტიმალურად იქნას დაფარული ის საჭიროებები, რომლებიც სტიქიის შედეგად გაჩნდა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)