16:36 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 17:49:46, 1380 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები, რომელიც არის სებ-ის და არა პროკურატურის კომპეტენცია

ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და შეფასებები, ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა  საბანკო ოპერაციების, რომელიც არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია, არანაირად არ შეიძლება იყოს პროკურატურის კომპეტენცია, - ასე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან მსგავსი განცხადებები ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.

„დღევანდელი  განცხადება იყო გამეორება პრაქტიკულად 2019 წლის 8 იანვრის  განცხადების. ჩემი ღრმა რწმენით ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ მოსმენასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ რომ ესეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს თვითონ ქვეყნის რეპუტაციას. იმიტომ, რომ ჯერ ერთი ბრალდება მე იქ არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და შეფასებები, ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა  საბანკო ოპერაციების რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია, არანაირად არ შეიძლება იყოს პროკურატურის კომპეტენცია. სესხის გაცემის შეფასება, ბალანს გარეთ სესხის გატანა ეს არ არის პროკურატურის კომპეტენცია. მინდა ყველას შევახსენო რომ 2008 წელზე საუბარი დღეს, საერთოდ როგორ გადარჩა საბანკო ინდუსტრია ომს და კრიზისს, ყველას თითქოს ეს დაავიწყდა. თითქოს 2008 წლის ბოლოს ჩვენ ვიყავით ნორმალურ მდგომარეობაში. მინდა მოვუწოდო ყველას გაიხსენოს რა მოხდა 200 წლის ბოლოს. ეს იყო უნიკალური შემთხვევა როდესაც საქართველოს საბანკო სისტემა გადარჩა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics