|
2019-02-28 16:23:51, 1500 ნახვა
კომენტარი
ბობოხიძე: ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ TBC-ს საქმის საჯარო განხილვა დამაზიანებელი იქნებოდა, დღეს კი, ინფორმაციას ავრცელებს
"ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის შეფასებით, პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით დღეს გავრცელებული განცხადება, იმის დასტურია, რომ ხელუსუფლება ხსენებულ საფინანსტო ინსტიტუტს ებრძვის. ბობოხიძის თქმით, ასეთი ტიპის ქმედებებით ანაკლიის პროექტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. "ხელისუფლება, რომელიც 2 დღის წინ გვიმტკიცებდა, რომ "თიბისი ბანკის" და მამუკა ხაზარაძის საქმის საჯარო განხილვა ბანკს დააზიანებდა, დღეს გამოდგა, საჯაროდ, ცალმხრივად ავრცელებს ინფორმაციას ბანკის და მამუკა ხაზარაძის მიმართ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს და ადასტურებს იმას, რომ ხელუსუფლება მიზანმიმართულად ებრძვის ამ საფინანსო ინსტიტუტს. უახლოეს დღეებში რომც დამტკიცდეს მამუკა ხაზარაძის კეთილსინდისიერება, ანაკლიის პორტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. მთელი მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუტებისთვის გაშვებულია მესიჯი, რომ ანაკლიის პორტის მმართველი ჯგუფი არ სარგებლობს დღევანდელი ხელისუფლების კეთილგანწყობით, მეტიც, დღევანდელი ხელისუფლება ებრძვის მას", - განაცხადა დეპუტატმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)