|
2019-02-28 16:26:21, 1918 ნახვა
სამართალი
„კანონიერ ქურდებს“ ქვეყნის დატოვებას აიძულებენ“ - ნანა კაკაბაძე კანონის გამკაცრებას აპროტესტებს
არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას აპროტესტებს. როგორც კაკაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი პროტესტის მიზანს არა ე.წ. ქურდული მენტალიტეტის, არამედ სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ის ხელისუფლებას ე.წ. კანონიერი ქურდების დევნაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სახელმწიფო მსგავსი მიდგომებით აიძულებს ადამიანებს, დატოვონ ქვეყანა. „მინდა განვმარტო, რომ უფლებადამცველები არ წარმოადგენენ ადვოკატებს და ისინი არ იცავენ კონკრეტულ პირებს ან კონკრეტულ ჯგუფებს. უფლებადამცველები იმ ღირებულებების დასაცავად იყენებენ კონკრეტულ საქმეებს, ე.წ. ქეისებს, რომლითაც ფაქტიურად აშიშვლებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც ეწინააღმდეგებიან. ასეთი სახის კანონმდებლობა, სწორედ იმ ღირებულებების ნგრევაა, რომელსაც უფლებადამცველები უნდა იცავდნენ. ეს ეხება კანონს, რომელიც იმუშავებს არა კონკრეტული დანაშაულის, არამედ ადამიანების შეხედულებების, მათი ფიქრების, აზროვნებისა და პოზიციის წინააღმდეგ. ამ კანონით დაიწყება ადამიანების დევნა, მათი შეხედულებების გამო. თუ ადამიანი ამბობს, რომ ვარ ქურდული მენტალობისო და მას არ აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, ამ კანონის თანახმად, სახელმწიფოს უნდა მიეცეს უფლება ის განდევნოს ქვეყნიდან ან მოათავსოს გისოსებს მიღმა. ადამიანმა, რაც არ უნდა თქვას და როგორც არ უნდა წარმოაჩინოს თავი არავის არ აქვს უფლება მას შეუზღუდოს გადაადგილება, ან აიძულოს გადაადგილდეს, თუ მას არ ჩაუდენია კონკრეტული დანაშაული“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ. მისივე თქმით, დაუშვებელია ადამიანის დევნის საფუძველი გახდეს მისი შეხედულება და აზროვნება. კანონმდებლობის გამკაცრების ნაცვლად, კაკაბაძე ხელისუფლებას ურჩევს გააანალიზოს, რა იწვევს დანაშაულს, რადგან კანონმდებლობის გამკაცრებით ქვეყანაში დანაშაული არ მცირდება. „პოლიტიკა კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მიდის, რაც არანაირად არ ამცირებს ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკას. ეკა ბესელიას შემთხვევაში აჩვენა, ამ გამკაცრებამ როგორ იმუშავა. ვის და როგორ შეეხო ის. მახინჯი პრაქტიკა საქართველოში კანონის გარეშეც არსებობს, რომ „კანონიერ ქურდებს“, რომლის კანონიერება და მართებულობა ჯერ არცერთ სამართალდამცავს არ დაუდასტურებია, აიძულებენ დატოვონ თავისი ქვეყანა, მას შემდეგ, რაც მათ მოიხადეს სასჯელი და გამოვიდნენ ციხეებიდან. იმ ადამიანებს, რომლებიც იძახიან, თითქოს მე „კანონიერი ქურდების“ დაცვას ვცდილობ, როგორც უნდათ ისეთი ინტერპრეტაცია მისცენ ამას. პარლამენტში ინიციატივა უკვე შესულია და მიდის მსჯელობა“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)