|
2019-02-27 17:23:24, 1691 ნახვა
სამართალი
მეთოფიშვილი მოსამართლეების საწინააღმდეგო კამპანიის ავტორების დაჯარიმებას მოითხოვს
„ვფიქრობ, რომ ასეთი ქცევის მიმართ სასამართლომ უნდა გამოიყენოს შესაბამისი ღონისძიებები, რაც გათვალისწინებულია საპროცესო კანონმდებლობით! დიახ! მათ შორის დაჯარიმებაც!“ - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მეთოფიშვილი მოსამართლის წინააღმდეგ ადვოკატების მიერ დაწყებულ კამპანიას - „აიცილე ლევან მურუსიძე სასამართლო პროცესიდან“ გამოეხმაურა. მეთოფიშვილის თქმით, აღნიშნული კამპანია არის წმინდა წყლის პროვოკაცია და უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ. „ეს კამპანია არის წმინდა წყლის პროვოკაცია! სამწუხაროა, რომ ამ პროვოკაციის მოწყობა დაავალეს ახალგაზრდა და გამოუცდელ რამდენიმე ადვოკატს... თუმცა, გამოცდილი, ღირსეული პრაქტიკოსი იურისტი არ იკადრებს ასეთ იაფფასიან პროვოკაციას. ძალიან ცუდია, როდესაც ახალგაზრდა სპეციალისტი კარიერას იწყებს პროვოკატორის როლის შესრულებით, მაგრამ უფრო საშიშია, როდესაც შეგნებულად იდგმევა პროვოკაციული ხასიათის სპექტკლი და ამ სპექტაკლის ავტორებმა და რეჟისორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ამით ძირს უთხრიან სასამართლო ხელისუფლებას. ასეთი ქცევა წარმოადგენს, პირველ რიგში, სასამართლოს მიმართ აშკარა უპატივცემულობას! ასევე, წარმოდგენს საპროცესო კანონმდებლობის, საადვოკატო ეთიკის ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას! წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემი აცილება კონკრეტული საქმიდან ადვოკატმა შეიძლება მოითხოვოს მხოლოდ იმიტომ, რომ მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, კეთილსინდისიერად შევასრულე კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება! თურმე ამიტომ ვარ არაკეთილსინდისიერი მოსამართლე! ამას არანაირი შეხება არა აქვს კანონით გათვალისწინებულ აცილების მიზნებთან! ეს უკვე მართლა აბსურდის თეატრს ემსგავსება! ამ პროვოკაციულ კამპანიას არანაირი საერთო არა აქვს კანონთან! ამაზე მეტი უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ ვერ წარმომიდგენია! ეს კანონით გათვალისწინებული აცილება კი არ არის და ეს კამპანია კანონით გათვალისწინებულ აცილების მიზნებს კი არ ემსახერება, ეს მუქარაა, სასამართლოს უპატივცემულობაა და ზეგავლენის მცდელობაა! ვფიქრობ, რომ ასეთი ქცევის მიმართ სასამართლომ უნდა გამოიყენოს შესაბამისი ღონისძიებები, რაც გათვალისწინებულია საპროცესო კანონმდებლობით! დიახ! მათ შორის დაჯარიმებაც! პროვოკატორებს და მათ, ვინც ამ პროვოკაციებს გეგმავს მინდა უთხრა - ვერ შემაშინებთ! ხოლო, პატივცემულ ადვოკატებს კი მინდა შევახსენო შემდეგი: მოსამართლეებს და ადვოკატებს საკუთარი ეთიკური პრინციპები გააჩნიათ. თუმცა, რამდენიმე ეთიკური პრინციპები საერთოა, როგორც მოსამართლეების, აგრეთვე ადვოკატებისათვის; მაგალითად, კანონმდებლობის დაცვა, პროფესიული საიდუმლოება, კეთილსინდისიერება და ღირსება, მომჩივანი მხარეების პატივისცემა, კომპეტენტურობა, სამართლიანობა და ურთიერთპატივისცემა. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) მიიჩნევს, რომ მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთის როლისადმი ურთიერთგაგებას, ურთიერთპატივისცემისა და დამოუკიდებლობას ერთმანეთთან მიმართებაში! და ბოლოს, ჩემი აზრით, მიუხედავად ზემოთ აღნიშნოლისა, დარწმუნებული ვარ ადვოკატთა აბსოლუტური უმრავლესობა გაემიჯნება და დაგმობს ამ პროვოკაციას!“, - წერს მეთოფიშვილი. ცნობისთვის, ადვოკატთა ნაწილი, რომელმაც გუშინ ლევან მურუსიძის წინააღმდეგ კამპანია - „აიცილე ლევან მურუსიძე“ დაიწყო. ამასთან, ადვოკატები კიდევ 9 მოსამართლის: გიორგი მიქაუტაძის, ვასილ მშვენიერაძის, სერგო მეთოფიშვილის, ირაკლი შენგელიას, რევაზ ნადარაიას, ირაკლი ბონდარენკოს, დიმიტრი გვრიტიშვილისა და თამარ ონიანის აცილებას ითხოვენ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)