|
2019-02-27 14:55:53, 1895 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: OECD საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის კვლევას მოამზადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ოფიციალურად გახსნა შეხვედრა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ "საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის" (Investment Policy Review (IPR) of Georgia) დაწყებას მიეძღვნა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აგრეთვე დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საინვესტიციო პოლიტიკის მიზანია ქვეყანაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის სრულფასოვანი შესწავლა. მისი თქმით, რეფორმები, რომლებიც უკვე გატარდა, ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის შექმნას, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად განვითარდეს და გაუმჯობესდეს ეს გარემო. კვლევას საქართველოს მთავრობის დაკვეთით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ჩაატარებს. მისი დასრულების შემდეგ, გამოიკვეთება რეფორმებისა და ღონისძიებების დამატებითი ჩამონათვალი, რაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში დაეხმარება.„კვლევა ჩვენ დაგვეხმარება, დამატებით მოვიზიდოთ ინვესტიციები და ამით გამოვიყენოთ შესაძლებლობა, გავხდეთ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ეკონომიკა რეგიონში, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება როგორც ინკლუზიურ ზრდაზე, ასევე მოქალაქეთა კეთილდღეობაზე", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. OECD-ის მიერ "საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის" ჩატარების ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესწავლა, ქვეყანაში განსახორციელებელი რეფორმების პრიორიტეტულობის განსაზღვრა და აღნიშნულის საფუძველზე საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
(NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)