13:32 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-18 13:10:07, 220 ნახვა

ეკონომიკა
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

თიბისიმ საერთაშორისო კომერციული ბანკებისგან 51 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიზიდა. თანხა ბანკმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიიღო - აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

ფინანსური რესურსი საქართველოში საცალო ვაჭრობის სექტორის განვითარებას მოხმარდება; ადგილობრივ კომპანიებს ვაჭრობის დაფინანსებაზე წვდომას გაუზრდის და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარება. კომპანიები შეძლებენ, უფრო მარტივად მართონ ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები და დამატებითი რისკების გარეშე გააფართოონ ბიზნესი, - აცხადებენ ბანკში.

„ვაჭრობის დაფინანსება ბიზნესის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თიბისის მიზანია, კომპანიებს ამ შესაძლებლობებით სარგებლობა გაუმარტივოს და მათ განვითარებას შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოზიდული რესურსი აფართოებს ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი დაფინანსების შესაძლებლობებს და გვაძლევს საშუალებას, კერძო სექტორის განსხვავებულ საჭიროებებს უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ. სწორედ ამ მიდგომების დამსახურებაა, რომ 1000-ზე მეტი კომპანია გვენდობა და 47%-იანი წილით ბაზრის ლიდერობას ვინარჩუნებთ”, – აცხადებს თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი თამარ ხიზანიშვილი.

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ თიბისისთან წარმატებულ პარტნიორობას და ხელს ვუწყობთ ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას საქართველოში. დამატებითი ფინანსური რესურსით შეგვიძლია, დავეხმაროთ ქართულ ბიზნესებს ვაჭრობის განვითარებაში, ზრდასა და საერთაშორისო ბაზრებთან უფრო ეფექტიანად დაკავშირებაში“, – ამბობს, თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი სტივენ ბეკი.

„საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისთვის პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დაფინანსება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პროდუქტი. IFC მხარს უჭერს თიბისის, რათა ეს რესურსები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საცალო ვაჭრობის სექტორისთვის საქართველოში. გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის მეშვეობით ხელს ვუწყობთ იმას, რომ აუცილებელი პროდუქტები - საკვები, ფარმაცევტული პროდუქცია და სამედიცინო მოწყობილობები - შეუფერხებლად მიეწოდებოდეს იმ ადამიანებსა და ბიზნესებს, რომლებსაც ისინი სჭირდებათ“, – აცხადებს IFC-ს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულების გლობალური მენეჯერი მაკიკო ტოიოდა.

აზიის განვითარების ბანკი საერთაშორისო განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას აზიასა და წყნარი ოკეანეს რეგიონში. ADB იყენებს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, განავითაროს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას გარემო. ბანკი 1966 წელს დაარსდა და 69 წევრს აერთიანებს, საიდანაც 50 რეგიონის ქვეყანაა.

IFC-ს გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა (GTFP) კორპორაციის წამყვანი ინიციატივაა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში IFC პარტნიორ ბანკებს ნაწილობრივ ან სრულ გარანტიებს სთავაზობს, რომლებიც განვითარებად ბაზრებზე მოქმედი ემიტენტი ბანკების გადახდის რისკებს ფარავს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.ifc.org/trade





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თვის დასაწყისიდან მეორედ შეუტია
RP: რუსეთი პოლონეთში მასშტაბური დივერსიული თავდასხმას ამზადებდა, რათა უკრაინა დაედანაშაულებინა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მატან კაჰანა ისრაელის ქნესეთის სპიკერი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics