16:36 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 13:41:14, 1316 ნახვა

პოლიტიკა
არველაძე: უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ - თუმცა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგი ვარ

საპარლამენტო უმრაველობის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, ის „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს, თუმცა უმრაველოსობის მხრიდან დეპუტატ ეკა ბესელიასთანაც თანამსრომლობას არ გამორიცხავს.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას წასვლა, მისგან ნებისმიერ საკითხზე ოპონირებას მმართველი გუნდის მიმართ, არ გულისხმობს.

„მე არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, არც უმრავლესობის, არც ფრაქციის, არც პარტიის. თუმცა თანამშრომლობას მე არავისთან არ გამოვრიცხავ. ეკა ბესელიას გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ის ჯიბრში ჩაუდგება  უმრავლესობას. მას ჰქონდა  პოზიცია, რომელიც დაკავშირებული იყო მოსამართლეების  არჩევასთან და ამის გამოც მოხდა მისი გასვლა, მაგრამ სხვა საკითხები, რომელშიც თანხვედრა იქნება , რატომ  არ შეიძლება მასთან თანამშრომლობა?! რა თქმა  უნდა,  ვითანამშრომლებით ყველანაირად, თუ საკითხები თანხვედრაში  იქნება უმრავლესობის პოზიციებთან.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ არსებობს საკითხები, რაზეც თავად არ ეთანხმებ მმართველ გუნდს, დეპუტატმა უპასუხა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოშუ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგია.

მე დაწყებული 2017 წლის იანვრიდან, როდესაც დაიწყო საკონსტიტუციო უმრავლესობამ მუშაობა და კონსტიტუციაში იწერებოდა უვადოდ დანიშვნა, იქიდანვე წინააღმდეგი ვიყავი რომ მოსამართლეები დანიშნულიყვნენ უვადოდ. უმრავლესობის ბევრი წევრი არის სხვა პოზიციაზე. მე ამ პოზიციაზე ახლაც ვრჩები, თუმცა კიდევ ვამბობ, როდესაც უმრავლესობა რაღაცას გადაწვიტავს, შენც ან უნდა დაეთანხმო ან უნდა, როგორც გააკეთეს, გახვიდე უმრავლესობიდან“, -აღნიშნა რევაზ არველაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics