22:10 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 15:29:17, 1566 ნახვა

კომენტარი
„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამჯერად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იბარებს

„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის დაბარებას ამჯერად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აპირებს. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადბით, კობა გვენეტაძესთან არსებული კითხვები, რომლებიც საბანკო რეგულაციებს და "თიბისი ბანკის" საქმეს ეხებოდა, პასუხს გაუცემელია. ბოკერიას განმარტებით, ამიტომ გვენეტაძის მოსმენა, სხვა შესაბამისი კომიტეტის ფორმატში უნდა გაგრძელდეს. 

"ჩვენ საფინანსო კომიტეტსაც მივმართავთ, რომ მანაც მოუსმინოს კობა გვენეტაძეს. არ შევწვეტთ მცდელობას, ყველა ინსტრუმენტის გამოყენების, სანამ ყველა არ მოჭრის თავს ისე როგორც დღეს აქ საპარლამენტო უმრავლესობამ მოიჭრა თავი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

აღსანიშნავია, რომ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. 

შეგახსენებთ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვას ითხოვდა, ჩაიშალა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტები გაიზიარა, რომლის თანახმადაც "თიბისის" საქმის განხილვა საჯაროდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ბანკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა.  აღნიშნულმა ფაქტმა დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, სხდომა უნდა გაგრძელებულიყო ღია ფორმატში, რათა საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღო და ბანკის დამფუძნებლებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანვე პირობა დადო, რომ შესაბამის ფორმატში „თიბისის“ საკითხის განხილვა აუცილებლად შედგება და ყველა კითხვა იქნება დასმული. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics