|
2019-02-26 15:04:56, 1709 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: რომან კაკულიაზე ზეწოლა იყო - დაკვეთაა, რომ კობა გვენეტაძის სამარცხვინო გამოჩენა არ უნდა დაეშვათ -ექსპრესვიდეო
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიაზე უმრავლესობის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. ბოკერიას თქმით, ეს ფორმატი საჭირო იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი მიეღო. თუმცა, დეპუტატის განმარტებით, რომან კაკულია იძულებული იყო, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეესრულებინა. "სამარცხვინო ლუსტრაცია მოხდა კიდევ ერთხელ იმის, რომ ეს ყველაფერი მოდის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილისგან, მხოლოდ მას აქვს ეს ძალაუფლება, მან გახსნა ეს სეზონი, ბოლომდე მიყავს საქმე, ისე, რომ ბოლომდე სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს ინსტიტუტებს, დაწყებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტიდან, დასრულებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით, რომლებმაც პირდაპირ გვითხრეს, რომ არ უნდათ, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს, თუ როგორი სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს ივანიშვილის დაკვეთით ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის და ისი მმართველების წინააღმდეგ. ამ საქციელით კიდევ უფრო აშკარაა ის დაკვეთა, რომელიც შეასრულა კომიტეტმა, როცა არ მოგვცა საშუალება კითხვები დაგვესვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის და მოგვესმინა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობისთვის. ეს არის მძიმე დარტყმა პარლამენტარიზმისთვის და ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა სრულდება ყველა შტოს მიერ. აქამდე იყო პროკურატურა, შემდეგ იყო ეროვნული ბანკი და დღეს ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობა. რომან კაკულიაზე საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იყო პირდაპირი ზეწოლა. დაკვეთაა, რომ არ უნდა დაეშვათ კობა გვენეტაძის სამარცხვინო გამოჩენა. პარადოქსი იმაშია, რომ კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, თუ რა მძიმე ვითარებაში არიან ყველა ის ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ უკანობას ჩადიან, მაგრამ იძულებულები არიან ასე მოიქცნენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)