|
2019-02-26 13:59:34, 1477 ნახვა
კომენტარი
კახიძე - „ოცნების“ წევრების განცხადებები, რომ „თიბისი ბანკს“ კითხვა-პასუხი დააზიანებს, ცინიკურია
„თიბისი ბანკს“ ზიანი, თქვენმა გუნდმა მიაყენა ორკესტრირებული შეტევით და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მმართველ გუნდს ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე, სადაც თიბისის საქმესთან დაკავშირებით ბანკის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე სებ-ის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე იმყოფებიან. კახიძემ მმართველი გუნდის და კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას გადაწყვეტილება გააპროტესა, რომელმაც აღნიშნა, რომ ღია ფორმატში „თიბისის“ საქმე არ განიხილება, რადგან ეს საფინანსო ინსტიტუტისთვის, შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ ცინიკური განცხადებები, რომ თურმე კითხვა-პასუხი დააზიანებს საფინანსო ინსტიტუტს. მე მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ საფინანსო ინსტიტუტი კითხვა-პასუხით კი არ ზიანდება, საფინანსო ინსტიტუტს უკვე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გააკეთა განცხადება, სადაც ვრცლად არის მიმოხილული მთელი პერიპეტიები და ფულის გამთეთრებლის იარლიყი მიაწება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს. ეს ზიანი შემდგომ განაგრძო მთელმა სახელისუფლო Facebook ტროლგვერდებმა, რომელიც მანამდე თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიაში იყო ჩართული. ამ შეტევაში ასევე მონაწილეობდა მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ფინანსური მონიტორინგის სამსახური და ეხლა თქვენ გვიმტკიცებთ, სერიოზული სახეებით გვეუბნებით, რომ ზიანი შეიძლება მიადგეს თიბისი ბანკს და ამიტომ კითხვები არ დაუსვათ ეროვნულ ბანკსო. უკაცრავად, მაგრამ წაიკითხეთ პროკურატურის განცხადება, ეროვნული ბანკის განცხადება, იქ არის უკვე ყველა დეტალზე საუბარი. თან საუბარია მტკიცებით ფორმატში და არა ბრალდებულებზე არამედ პოტენციურ ბრალდებულებზე, პრაქტიკულად ეჭვმიტანილებად გამოაცხადეს უკვე. ამის მერე საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციები დაეცა. ეს არის ზიანი, რომელიც თქვენმა გუნდმა ამ ორკესტრირებული შეტევით მიაყენა და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ. აქ ჩვენ კი არ უნდა შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ კითხვები უნდა დავუსვათ. მექნება თხოვნა, ეს კითხვები მარტო ჩვენ კი არა, თქვენც უნდა დასვათ. ეს მხოლოდ ერთი ბანკის პრობლემა არაა, ეს ქვეყნის პრობლემაა და თვალი გაუსწორეთ“, - მიმართა კახიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს. საპასუხოდ, რომან კაკულიამ აღნიშნა, დეპუტატს პირობას მისცა, რომ საქმესთან დაკავშირებით ყველა შეკითხვის დასმა იქნება შესაძლებელი, თუმცა სხვა ფორმატში. „დამერწმუნეთ, რომ თქვენზე უარეს შეკითხვებს და ყველა შეკითხვას დავსვამ მის მიმართ. ჩვენ ფორმატზე ვსაუბრობთ მხოლოდ აქ. მე გაძლევთ იმის პირობას, რომ ეს საქმე არ დასრულდება ისე, რომ არ დარჩეს დაუსმელი რომელიმე შეკითხვა. ამ ფორმატს თუ ვხურავთ არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვაცილებით კითხვებს. ყველა შეკითხვა იქნება დასმული“, - მიმართა რომან კაკულიამ ოთარ კახიძეს.
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)