|
2019-02-26 13:26:21, 1967 ნახვა
ეკონომიკა
მერსედეს ვერა-მარტინი: საქართველოში მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში არსებულ ეკონომიკური განვითარების დინამიკას დადებითად აფასებს. მერსედეს ვერა-მარტინმა ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრებოდნენ. სავალუტო ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობთ საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს და უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ. „ეს რეფორმები გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. რეფორმების შედეგები დადებითად იმოქმედებს საქართველოს მთელ მოსახლეობაზე", - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ზრდა 2018 წელს. „ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, გაზრდილმა საგარეო მოთხოვნამ, რაც ძლიერ ექსპორტსა და ტურიზმიდან გაზრდილ შემოსავლებში აისახა", - აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი, სხვა რეფორმებთან ერთად, განათლების რეფორმაა.
(NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)