|
2019-02-25 12:06:00, 937 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ დავით სერგეენკოს პარლამენტში იბარებს
„ევროპული საქართველო“ ბავშვთა უფლებების საკითხებზე და სოციალური მუშაკების პრობლემებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ცოტახნის წინ სანზონაში მომხდარმა სასტიკმა შემთხვევამ, როდესაც გარდაიცვალა 4 წლის გოგონა შეძრა მთელი საზოგადოება და მე ვფიქრობ რომ გარდა იმ ემოციური შოკისა რაც მივიღეთ ჩვენი ყველას ვალია, რომ დავფიქრდეთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ თუ არ გამოვიტანეთ სწორი გაკვეთილები და სახელმწიფომ თუ არ გაიაზრა რა უნდა გაკეთდეს, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები ჩვენ უბრალოდ შოკიდან შოკამდე ვიცხოვრებთ და ვერ გამოვასწორებთ ამ მდგომარეობას. ამ შემთხვევამ გამოიწვია სერიოზული კრიზისი სოციალური მუშაკების სისტემაში და დაგვანახა, რომ ზოგადად ბავშვთა დაცვის და ასევე სოციალური მუშაკების სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული კრიზისი. აქ არის საუბარი როგორც მათ არასაკმარისს რაოდენობაზე, არასაკმარისს სერვისებზე, სატრანსპორტო საშუალებებიც არ არსებობს და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, სატრანსპორტო სერვისი ვინმეს კომფორტი კი არ არის, ეს არის ზუსტად ასეთი შემთხვევების თავიდან არიდება. პრაქტიკულად შეიძლება ძალიან მწვავე ვითარებაში სოც-მუშაკები ვერ მივიდნენ და ვერ მიასწრონ შემთხვევას, რომ დაიცვან ბავშვები საშინელი შემთხვევებისგან. სოც-მუშაკები ალაპარაკდნენ ამ თემაზე და ჩამოაყალიბეს საკმაოდ ლეგიტიმური მოთხოვნები და აქ არ არის საუბარი მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აქ არის საუბარი რა უნდა შეიცვალოს სისტემურად ამ სფეროში და არამხოლოდ სოც-მუშაკების სფეროში, აქ არის საუბარი უამრავ სერვისზე რომელსაც სახელმწიფო უნდა ქმნიდეს ბავშვთა დაცვისთვის, რაშიც გვაქვს სრული ჩავარდნა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, მითუმეტეს, რომ ჩვენ შეიძლება მივიდეთ ჩიხურ სიტუაციამდე როდესაც მოხდება 240 სოც-მუშაკიდან 200_ის გაფიცვა და ეს კატასტროფის ტოლფასია. ჩვენ არ მოგვისმენია ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მწყობრი პოზიცია, თუ რის შეცვლას აპირებს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის უახლოეს სხდომაზე დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი და ამ საკითხზე მოხდეს სერიოზული მსჯელობა და მოვისმინოთ პასუხები ამ კრიზისულ ვითარებაზე. როგორც მთლიანობაში ბავშვთა დაცვის სფეროში რას აპირებს სახელმწიფო და ასევე კონკრეტული სოც-მუშაკების კრიზისიდან გამოსვლას როგორ გეგმავს სახელმწიფო“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)