13:41 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-06 12:28:21, 253 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში არჩილ გაჩეჩილაძე ახალგაზრდებს ბანკის საქმიანობის, განვითარების შესაძლებლობებისა და პროფესიული ზრდის შესახებ ესაუბრა.

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას. რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში  პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს  ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში კი, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-მდე დეპარტამენტი ჩაერთო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics