22:04 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 10:32:03, 1473 ნახვა

სამართალი
ფოთში, მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ზღვა ნავთობპროდუქტებით დააბინძურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების  ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან,  ზღვა ნავთობპროდუქტებით დააბინძურა.

„გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა 1045 ლარის ოდენობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა.

გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics