|
2019-02-24 13:58:45, 1003 ნახვა
პოლიტიკა
პოლიციამ აჭარაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა - ყველა დაზარალებული ქალია
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.ტ. და 1966 წელს დაბადებული პ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა კ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგონას - 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ნ. ჩ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. პოლიციამ ბათუმში მეუღლის დედის - 1944 წელს დაბადებული ლ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავა 1966 წელს დაბადებული პ.გ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით კიდევ ოთხი პირი: 1974 წელს დაბადებული ბ.ჭ., 1985 წელს დაბადებული კ.ძ., 1997 წელს დაბადებული მ.გ. და 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ბ. დააკავეს. გამოძიება ოჯახური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)