|
2019-02-22 16:32:11, 3416 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. აღნიშნულის მიზეზი გუნდიდან 3 დეპუტატის გასვლა გახდა. კერძოდ, დეპუტატ ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ, ცოტა ხნის წინ უმრავლესობა ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა. შედეგად მმართველ გუნდს პარლამენტში 112 დეპუტატი დარჩა, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი, პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾-ია საჭიროა (სულ მცირე 113 დეპუტატი). საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტის ყველაზე მაღალი კვოტაა. ასეთი უმრავლესობით პოლიტიკურ ძალას შეუძლია როგორც რიგითი კანონპროექტებისა და დადგენილებების მიღება (50 ხმით), ასევე ორგანული კანონის შეცვლა (76 ხმით). რაც შეეხება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას, 113 ხმით ნებისმიერი ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელია, თუმცა ამისათვის საჭიროა, ინიციატივას კენჭი ორ სხვადასხვა სესიაზე ეყაროს და პარალელურად საერთო-სახალხო განხილვები გაიმართოს. შეგახსენებთ, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაშვილის მიერ გუნდის დატოვება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩაგდებას უკავშირდება. რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილს, მან გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც საპენსიო სისტემაში ცვლილებების თაობაზე, გუნდმა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)