20:25 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 16:00:54, 1397 ნახვა

კომენტარი
მელია: „ოცნება“ არამხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობას, არამედ ხელისუფლებასაც დაკარგავს

„ქართული ოცნება“ არამხოლოდ საკონსტოტუციო უმრავლესობას, არამედ ძალიან მალე დაკარგავს ხელისუფლებას და ეს არის გარდაუვალი", - ასე გამოეხმაურა  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია დეპუტატ ეკა ბესელიას უმრავლესობიდან წასვლას.

„რომ დავაკვირდეთ რითია დაკავებული „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, არაფერი გარდა შიდა კინკლაობისა. ვინმეს ახსოვს რომელიმე ლიდერის მხრიდან პენსიონერის ხსენება? ან მაგალითად რა უნდა ვთქვათ, როცა კომუნალური გადასახადები თვიდან თვემდე მატულობს, როდესაც ყოველი მეექვსე ადამიანი ამ ქვეყნაში ვაით იკვებება. „ქართული ოცნების“ დაშლა არის გარდაუვალი, რომელიც დაგვირგვინდება მათი მარცხით უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება ბესელიასთან და მის თანამოაზრეებთან თანამშრომლობას, მელია აცხადებს, რომ მის გუნდში ამის სურვილი არავის აქვს.

„არამგონია რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ან „ნაციონაურ მოძრაობაში“ ვინმეს ჰქონდეს სურვილი ითანამშრომლონ იმ ადამიანებთან ვინ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ყველა უღირს საქციელზე საუბრობდა, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. შვიდი წლის განმავლობაში თავისუფლად თანამშრომლობდნენ მურუსიძეებთან და ჩინძალაძეებთან და ბოლო დღეებში  გაახსენდათ რომ ისინი არ არიან მისაღები“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics