20:25 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 15:22:02, 1618 ნახვა

კომენტარი
კახიძე ბესელიაზე - თუ პოლიტიკოსი ხმას აიმაღლებს, სიმამაცეც უნდა ეყოს და აღიაროს, რომ ივანიშვილი დგას ყველაფრის უკან

თუ პოლიტიკოსი ხმას აიმაღლებს, სიმამაცეც უნდა ეყოს და აღიაროს, რომ ივანიშვილი დგას ყველაფრის უკან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრამ ოთარ კახიძემ, დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"მე მგონი საზოგადოება დაიღალა დღეს, ხვალ და შემდეგ ორშაბათს რაღაცეების დაანონსებით და ეს რაღაცნაირად უნდა დასრულდეს. თუ რეალურად პრობლემის დასახელება უნდა, კობახიძეზე და ოხანაშვილზე კი არ უნდა გაიშვიროს ხელი და მათ კი არ უნდა დააბრალოს ის პრობლემები რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან. თუ პოლიტიკოსი ხმას აიმაღლებ იმის სიმამაცეც უნდა გეყოს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა“, - აღნიშნა კახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა „ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიასთან, კახიძემ ასე უპასუხა: „ჩვენ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას მასთან ვინც რაღაც დანაშაულებრივ რეჟიმად მიგვიჩნევს“.

შეგახსენებთ, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარტია "ქართული ოცნება" და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics