20:25 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 13:06:18, 1264 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: სამწუხაროა ბესელიას გასვლა, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას არ გამოვეტირები

სამწუხაროა ბესელიას გასვლა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას არ გამოვეტირები“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას საპარლემენტი უმრავლესობის დატოვების ფაქტს.

მისი თქმით, მისასალმებელია თუ ბესელია პოლიტიკურ პარტიას შექმნის, რადგან პოლიტიკურ პროცესებში მისი როლი მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო ფაქტია ქალბატონი ეკას გასვლა. საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში არ არის ტრაგედია, პირიქით მე მგონია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია. ამას ნამდვილად არ გამოვეტირები მე პირადად, სულ არ მგონია სწორი და კარგი ეს. რაც შეეხება იმ თემას, იმ დაძაბულობას, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარდა, დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული, რომლის კულმინაციაც ალბათ გუშინ იყო პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს, ნამდვილად ვისურვებდი, რომ მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის. თუმცა ამისთვის ალბათ ორივე მხარის მონდომება არის საჭირო. არჩევნებში მონაწილეობა ძალიან კარგია, მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ოპოზიცია და პოლიტიკური ძალები ჩვენს ქვეყანას აკლია. ასე რომ მხოლოდ კარგი იქნება თუ პარტიას ჩამოაყალიბებს ეკა, ის მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში ძალიან ძლიერი და გამოცდილია. შესაბამისად, თავის წვლილს ამ პროცესში ყოველთვის შეიტანს. არ მგონია, რომ რეალურად გუნდსა და ბესელიას შორის წყალგამყოფი იმ კანონზე გადიოდა. ნუ ვინაიდან გახდა ეს მოცემულობა არის უკვე და ამას ვერ გავექცევით“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics