|
2019-02-21 18:53:59, 1470 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე დეპუტატებს: გთხოვთ, გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს
„გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა დაყენებული, ჩემი მონაწილეობით გაგრძელებულიყო სხდომა, თუმცა ამასაც დასაბუთება სჭირდება, რატომ არის აუცილებელი ჩემი ყოფნა, არ ვიცი“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს, რომლებიც მის პლენარულ სხდომათა დარბაზში დაბრუნებას ითხოვდნენ. სხდომის პარალელურად, კობახიძე მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს. მან დეპუტატებს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი, დარბაზი კვლავ დატოვა: „იმართება შეხვედრა პარლამენტში, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით პროცედურებსა და კრიტერიუმებს. არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, დაიგეგმა დღეს, იმიტომ რომ არ გვქონდა სხვა საშუალება ამ სხდომის დაგეგმისათვის. აქედან გამომდინარე, მიწევს ამ სხდომის წაყვანა. გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა დაყენებული, ჩემი მონაწილეობით გაგრძელებულიყო სხდომა, თუმცა ამასაც დასაბუთება სჭირდება, რატომ არის აუცილებელი ჩემი ყოფნა, არ ვიცი. უნდა დავბრუნდე დარბაზში, სადაც გრძელდება პროცედურებისა და კრიტერიუმების განხილვა. გთხოვთ გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს“, - მიმართა კობახიძემ დეპუტატებს. შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ, უმრავლესობის 9 წევრის, მათ შორის ეკა ბესელიას კანონპროექტს განიხილავენ, რამდენიმე დეპუტატმა შესვენების გამოცხადება მოითხოვა. როგორც მათ აღნიშნეს, სხდომის პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება. დეპუტატებმა მოითხოვეს, სხდომა მას შემდეგ გაგრძელდეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას დაასრულებს და დარბაზში დაბრუნდება.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)