|
2019-02-21 14:38:50, 1257 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია: მოსამართლეებმა პირდაპირი მნიშვნელობით პარლამენტს ფეხი დაუბაკუნეს
არ მინდა ამ დარბაზში დღეს მოვისმინო იუსტიციის საბჭოს წევრების სურვილი და ოცნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პლენაურლ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდება. "ეს ინიციატივა არ აჩერებს ახალი მოსამართლეების შემოყვანას და არ უშვებს სისტემიდან არავის, მაგრამ ეს ინიციატივა არის პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განაცხადა - ჩვენ ვართ თუ არა რეალურად ქმედებებით მზად რომ გადავდგათ ნაბიჯები რეფორმისკენ და ვართ თუ არა ის პარლამენტი, რომელიც პოლიტიკურ ნებას აჩვენებს საზოგადოებას, რომელსაც აწუხებს ის რაც დღეს ხდება, რომ არ დადის იუსტიციის საბჭოს ჭკუაზე. როგორც ეს ინიციატივა დარეგისტრირდა, ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე სანახაობა, როდესაც შეიკრიბა საბჭო მოსამართლეებთან ერთად, მათ პირდაპირი მნიშვნელობით ფეხი დაუბაკუნეს პარლამენტს და უთხრეს, რომ ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერდნენ და ვნახეთ შეცვლილი განცხადებები რამდენიმე ჩვენი კოლეგის მხრიდან. მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, საკმარისი არ არის, ვილაპარაკოთ, რომ სამართლიანობა გვინდა ყველას, არ არის საკმარისი ვილაპარაკოთ რომ რეფორმები გვინდა, აღარ არის ამდენი დაპირებების დრო, იმიტომ რომ 7 წელია უკვე ამას ველაპარაკებით ადამიანებს. კონკრეტულ ქმედებებს ითხოვენ ჩვენგან. მზად ვარ რეალური წუხილი მოვისმინო თუ აქვთ კოლეგებს, რატომ მიაჩნიათ ეს ინიციატივა, რომ არ უნდა იყოს მხარდაჭერილი. მაგრამ მე არ მინდა ამ დარბაზში დღეს მოვისმინო იუსტიციის საბჭოს წევრების სურვილი და ოცნება. ეს არის საქართველოს პარლამენტი რომელმაც უნდა აჩვენოს რომ ის ხალხის ინტერესებს გამოხატავს და არა რამდენიმე ადამიანის ინტერესს, რომელსაც უკვე ულტიმატუმის ენით შეუძლია ელაპარაკოს ქვეყანას", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)