|
2019-02-21 13:48:34, 1094 ნახვა
კომენტარი
ბესელია - თუ ჩვენ მზად არ ვართ, რომ იუსტიციის საბჭოს კაპრიზებს წინ აღვუდგეთ, ამას თავის სახელი დაერქმევა
"თუ ჩვენ მზად არ ვართ, რომ ამ კაპრიზებს და უპატივცემულობას, რასაც იუსტიციის საბჭო პარლამენტის მიმართ იჩენს, მაშინ ამას თავის სახელი დაერქმევა და ნუ ამოვეფარებით ხელოვნურად შექმნილ არგუმენტებს", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ თანაგუნდელებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ინიციატივის წარდგენის დროს. ბესელიას განმარტებით, ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში, ნათქვამია, რომ უნდა არსებობდეს ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება მოსამართლეების დანიშვნა დროებით შეჩერდეს. არსებობს ევროკავშირის რეკომენდაციები და ისინი ალბათ რამდენიმე ადამიანმა მაინც იცის. ყოველ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარემ მაინც, იმიტომ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა ეს რეკომენდაციები პარლამენტს გადასცეს. რამდენიმე პუნქტის ციტირებას მოვახდენ - თუ მითითებული კონკრეტული ჩამონათვალი არ იქნება შესრულებული, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის გადადება უნდა მოხდეს სწორედ ამ რეგულაციების მიღებამდე. რა არის ეს რეგულაციები - იუსტიციის სკოლის რეფორმა, გამოსაცდელი და 10-წლიანი ვადით მყოფი მოსამართლეების შეფასება ობიექტური და გამჭვირვალე პროცედურებით, უვადოდ გადანიშვნაზე უარის შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმი, შეფასება, დაწინაურება, დისციპლინური სამართალწარმოების და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები და ა.შ. ეს არც ერთი ცვლილება და არც ერთი რეკომენდაცია ჯერ შესრულებული არ არის. ამიტომაც, მათ შორის ევროკავშირი მიუთითებს, რომ საჭიროა დროებით, ვიდრე მოხდება მოსამართლეთა სრულად დანიშვნა უვადოდ, იქამდე გატარდეს ეს რეფორმა. მეორე არგუმენტი რაც მესმოდა ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს მოსამართლეთა რაოდენობა შემცირდება - ეს ასე არ არის. ეს აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია არის. არავინ არ არის დღეს ცაიტნოტში, ცაიტნოტში დღეს არის პარლამენტი და ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ითვლიან დროს, რათა დაინახონ სამართლიანი ნაბიჯები, რაც სჭირდებათ მათ სამართლიანი საქმის განხილვის მისაღებად. ეს უფლება მათ გარანტირებული უნდა ჰქონდეთ. როცა ამბობენ, კიდევ 300 და 400 საქმე გვაკისრია თითოს, მაგ საქმეების განხილვას კიდევ რამდენიმე წელი სჭირდება მეგობრებო, ასე რომ მოთქმა და ჩივილი, რომ სასამართლო კორპუსი განახევრდება - ეს ხელოვნურად შექმნილი არგუმენტია. თუ ჩვენ მზად არ ვართ, რომ ამ კაპრიზებს, ამ უპატივცემულობას, რასაც იუსტიციის საბჭო პარლამენტის მიმართ იჩენს, წინ აღუდგეს პარლამენტის უმრავლესობა და თქვას, რომ მას შეუძლია მიიღოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება რომლითაც აჩვენებს, რომ ქვეყანაში მას შეუძლია ადამიანებს სამართალი მისცეს, მაშინ ამას თავის სახელი დაერქმევა და ნუ ამოვეფარებით ხელოვნურად შექმნილ არგუმენტებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)