|
2019-02-21 13:34:37, 1062 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი გოცირიძეს: „ქურდული გარჩევაც“ თქვენთან მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავსგასულობაც
„ქურდული გარჩევაც“ თქვენ მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც თქვენ მხარეს მოიკითხეთ, არაკომპეტენტურობაც და თავსგასულობაც, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ „TBC-ს სასამართლო ივანიშვილის სასახლეში შედგა და იმ "ქურდული გარჩევის" დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდა“. ვოლსკის შეფასებით, გოცირიძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ეს არ არის მხოლოდ ემოცია. ეს არის კომპეტენტური ადამიანის არაკომპეტენტური გამოსვლა განგებ იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ჯერ ერთი J.P. Morgan-ის ხსენება ისე, რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის, არის არაკომპეტენტური განცხადება და არაეთიკურიც. მეორე საკითხი არის ის, რომ სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, იმიტომ რომ ზუსტად იცის რაც მოხდა. მესამე არის ის, რომ თვითონ მამუკაც არ უარყოფს ამ თემას. ამბობს, რომ არ იცოდა. ფაქტი არის იმდენად ნათელი და თვალსაჩინო, რომ ამაზე კამათი არ შეიძლება. ასე შებრუნება თუ შეიძლებოდა საკითხის, რომ თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოდან გამოიტანა საჩივარი, არა იმიტომ რომ ხედავს, რომ რაღაც არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ, რომ თურმე რაღაც შუშის სასახლეების ხსენება, არაეთიკურია. ქურდული გარჩევაც თქვენ მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც თქვენ მხარეს მოიკითხეთ, არაკომპეტენტურობაც და თავსგასულობაც. მით უმეტეს, არ შეიძლება ესე ყველაფრის ჩამოკიდება იმაზე, რასაცა თქვენი პოლიტიკური ინტერესი ჰქვია. არსებობს სახელმწიფო ინტერესიც და ხანდახან ამაზეც უფრო სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ“, - მიმართა გია ვოლსკიმ რომან გოცირიძეს.
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის
„თიბისი ბანკი“ და ეროვნული ბანკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ეროვნული ბანკი - „თიბისის“ გადაწყვეტილება ბანკზე დადებითად აისახება
„თიბისი“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავებს წყვეტს და ჯარიმის სახით 1 მილიონ ლარს გადაიხდის
ხაზარაძესთან ერთად თიბისი ბანკს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)