|
2015-06-18 18:53:19, 692 ნახვა
ეკონომიკა
“ვითიბი ბანკი” სტიქიით დაზარალებულებს 207 575 ლარით დაეხმარება
“ვითიბი ბანკმა” სტიქიით დაზარალებულთა დახმარების თანხა ოთხჯერ გაზარდა. როგორც “ვითიბი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა, „ვითიბი ბანკი“ სტიქიით დაზარალებულებს 207 575 ლარით დაეხმარება, რაც ბანკის 2014 წლის მოგების 1%-ს შეადგენს. „ახალი რეალობიდან გამომდინარე, თბილისის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება. ახლა უფრო ნათელი გახდა, რომ კომერციული ორგანიზაციების მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერა საკმარისი არ არის. შესაბამისად „ვითიბი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება ოთხჯერ გაზარდოს შენატანის თანხა 207 575 ლარამდე, რაც შეესაბამება ბანკის 2014 წლის მოგების 1% -ს. ამის გარდა, „ვითიბი ბანკი“ მიზანმიმართულად ეხმარება წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ორგანიზაციებს. ამ მომენტისთვის ეს არის ყველაზე დიდი შენატანი ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. მივმართავთ სხვა ორგანიზაციებს, სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, გადახედონ ფინანსური დახმარების ოდენობას“, - აცხადებს არჩილ კონცელიძე. აღნიშნული განცხადება „ვითიბი ბანკის“ ხელძმძღვანელმა ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან და თბილისის ვიცე მერთან დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის დროს გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)