14:05 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 19:29:17, 1373 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილისხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია, ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს, ამერიკელ კონგრესმენებს, ნატოს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლებს და ალიანსის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მიერ გაწევრების პროცესში მიღწეული პროგრესი, შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევები, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტები და პრიორიტეტები.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა საქართველოს მიერ ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეტანილი წვლილისთვის, საპარლამენტო დელეგაციას მადლობა გადაუხადეს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს.

მათ ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. შეხვედრებზე, ალიანსის წარმომადგენელთა მხრიდან ხაზი გაესვა იმ უპრეცედენტო მაჩვენებელს, რაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში იქნა მიღწეული. განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის სფეროში გადადგმული ნაბიჯები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი სესიაშვილთან ერთად ირაკლი ბერაია, ცოტნე ზურაბიანი, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი შედიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics