|
2019-02-20 12:34:31, 1088 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: აშშ-ის აქტი, რომელიც უკვე 3 წელია ქვეყნდება საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე მიანიშნებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ახალი აქტი, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა, საქართველოს უპირობა და მტკიცე მხარდაჭერის მაგალითია. როგორც კონსტანტინიდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული აქტით საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს. "აღნიშნული კანონით გამოყოფილი რაიმე დახმარება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად. კერძოდ: დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას, სესხის, კრედიტისა და გრანტის ჩათვლით, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. აქტი ასევე რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ფარგლებში ითვალისწინებს არანაკლებ 275 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარების და უსაფრთხოების სფეროში ამერიკასთან და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. აქვე აღნიშნულია, რომ დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების და სავაჭრო შეთანხმების შესრულებას, ასევე რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შემცირებას. რაც შეეხება საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას აშშ-ის ბიუჯეტის სახელმწიფო საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამები ითვალისწინებს საქართველოსთვის გაზრდილ დახმარებას, რაც შეადგენს 127 მილიონ დოლარს და აღნიშნული 22 მილიონი დოლარით მეტია ვიდრე 2018 წლის ფისკალური წლით იყო გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესს უკვე მესამე წელია შეაქვს ასეთი ჩანაწერი საკანონმდებლო აქტში, რაც მტკიცე მხარდაჭერაზე მიანიშნებს", - განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა. ცნობისთვის, 2019 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებები გაზრდილია.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)