|
2019-02-19 15:52:37, 1049 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართა. განსახილველ საკითხებს შორის საქრთველოს-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში - საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერებაა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ისევე როგორც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ხელს უწყობს საფრანგეთთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების, განათლების და კულტურის სფეროებში. პრეზიდენტის განცახდებით, ევროპა საქართველოს სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს რეგიონში. საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყანაა, რომლის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. ქვეყანა რეფორმების წარმატებული იმპლემენტაციის კუთხით ლიდერია რეგიონში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის ფარგლებში. სალომე ზურაბიშვილმა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის როლს, რომელიც გამუდმებით ცდილობს ევროკავშირში ერთობის, კეთილდღეობისა და სოლიდარობის შენარჩუნებას, რაც საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუქცევადი პროგრესის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგაც, ქვეყანა კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშაა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ასევე ჩვენი ქვეყნის და რეგიონის შემდგომ განვითარებას. მადლიერებით აღინიშნა, რომ საფრანგეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი. შეხვედრისას საუბარი შეეხო "ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის" დაფუძნების საკითხს, რომელსაც დღეს მოეწერება ხელი და აღინიშნა, რომ ამ დიალოგის სახით საფრანგეთთან თანამშრომლობა ტრანსფორმირდა და მაღალ დონეზე გადავიდა. დეკლარაცია მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)