13:13 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 15:07:06, 970 ნახვა

პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი უმრავლესობას: სიჯიუტე, არაფრის გათვალისწინება, მეუხერხულება ეს მომენტი, მეტი პატივისცემაა საჭირო

 „ხომ შეიძლება ხანდახან ისე წავიყვანოთ პროცესი, რომ ერთი მხარდამჭერი მაინც ვიპოვოთ გარეთ, ვინც სიტყვაზე ამ პროცესს მხარს დაუჭერს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს?! - ასე მიმართა უმრაველსობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა თანაგუნდელებს პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

გოგიჩაიშვილმა უმრავლეობას აღნიშნული საკითხის შესახებ დისკუსიების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„მე რაც მაშფოთებს ის არის, რომ არავინ გვეთანხმება ხოლმე ამ კანონპროექტებში არასდროს და ეს უკვე რაღაცნაირ ფორმას იღებს. მესმის, რომ ჩვენ შეგვიძლია ხმების საკმარისი რაოდენობა მოვაგროვოთ და მხარი დავუჭიროთ, მაგრამ ხომ შეიძლება ხანდახან ისე წავიყვანოთ ეს პროცესი, რომ ერთი მხარდამჭერი მაინც ვიპოვოთ გარეთ, ვინც სიტყვაზე ამ პროცესს მხარს დაუჭერს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. სულ ასე სიარული, სიჯიუტე, არაფრის გათვალისწინება... მე მეუხერხულება უკვე ეგ მომენტი, რომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პრინციპში სწორია, მაგრამ ჩვენს გარდა ამას მხარდაჭერა ხომ სჭირდება საზოგადოებისგანაც? მარტო ტექნიკური მხარე ხომ არ არის ორმოცდაათმა კაცმა ხმა მისცეს? იქნებ ცოტა დავუთმოთ იმ ხალხს, მოვუსმინოთ. არ არის სასიამოვნო განსხვავებული აზრის მოსმენა, მესმის, მაგრამ ჩვენ ხომ გვევალება, მთავრობას ევალება. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ყველა არგუმენტი ამოწურეთ, ჯიუტები არიან, არ ესმით და არ გაგითვალისწინეს. თუ არ არის რამე სასწრაფო და ვადებში ვართ, იქნებ ცოტა ხანი კიდევ გავაგრძელოთ დისკუსიები ამ საკითხზე. ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება, პარტნიორებშიც რაღაც ისე გვიყურებენ. მართლა სულ იზოლირებულ მდგომარეობაში ხომ არ ვიქნებით? ცოტა მეტი პატივისცემა, ასე მგონია მე, რომ ასეთი პროცესი უნდა წავიდეს“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკანონმდებლო ინიცისტივაზე მსჯელობს. კანონპროექტზე მსჯელობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით უკვე განიხილეს. ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხლების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს.  ცვლილებიების თანახად, შექმნილ საბჭოში, მის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრი, შს მინისტი, თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტერები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახუროს უფროსები, ასევე თავდაცვის ხელმძღვანელები იქნებიან. პროექტის მიხედვით საბჭოს ცალკე დამოუკიდებელი აპარატი ეყოლება, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის დაფინანსება საელმწიფო ბიუჯეტით მოხდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics