|
2019-02-19 13:26:57, 1145 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე - მას, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში დაახრჩობს
„ანაკლიის ისტორიული პროექტი საფრთხეშია, რადგან შესაძლებელია, დაფინანსება ვერ მიიღოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „თიბისის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. დეპუტატის შეფასებით, „ხელისუფლება სახიფათო თამაშს თამაშობს“. „მიადგნენ „თიბისი ბანკს“ და იმ პროექტებს, რომელსაც ქვეყნისათვის აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, რომლებმაც არაორაზროვნად, პირდაპირ განაცხადეს, რომ საფრთხეშია ანაკლიის ისტორიული პროექტი. შესაძლებელია, დაფინანსება ვერ მიიღოს და ივნისში დაგეგმილი შეხვედრა ფაქტობრივად წარუმატებლად დამთავრდეს. ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, შეეშვას სახიფათო თამაშს. ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხის დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში. გინდ სიმბოლურად გაიგეთ ეს სიტყვები და გინდ სხვა მნიშვნელობით. არავის ეპატიება ამ პროექტის ჩაძირვა. გამოფხიზლდით უმრავლესობა და ეს საკითხი განვიხილოთ პარლამენტში ყველამ ერთად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)