13:12 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 11:39:34, 1066 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - საქართველოს საგზაო ხერხემლის განახლება, გზების უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

„ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მოხდება 100 კილომეტრის განახლება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რომელიც საქართველოს საგზაო ხერხემლის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, საქართველოსთვის 250 მილიონი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის განვითრების შედეგად, ქვეყანაში საგზაო ტრანსპორტის მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდება.

„რამოდენიმე სიტყვით შევეხები პროექტს, რომლის ხელშეკრულებაც დღეს გაფორმდა. ევროკავშირი პარტნიორობას უწევს საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკი ახდენს ამ რესურსის გატარებას. მოხდება 100 კილომეტრის განახლება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ეს არის საქართველოს საგზაო ხერხემლის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ეს პროექტი ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი 100 კილომეტრი განვითარდება ქვეყანაში და უფრო უსაფრთხო იქნება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობა.  ამით განხორციელდება საქართველოს ტრანსპორტის შესაძლებლობები, როგორც ტრანზიტის ცენტრი რეგიონში. ეს იმას ნიშნავს ასევე, რომ მოხდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სამშენებლო სექტორში. ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ 6,1 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსებას გამოვყოფთ, იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალ ინვესტიციებს ქვეყანაში, გავაძლიეროთ საგზაო დეპარტამენტის შესაძლებლობები, იმისათვის, რომ უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდეს ქვეყანაში. ამით ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ საგზაო უსაფრთხოებაში, საქართველოს გზებზე მოძრაობის კუთხით. აქვე მინდა მივულოცო ყველა ჩვენთაგანს დღევანდელი შეთანხმების გაფორმება და სულმოუთქმენლად ველი ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული თანხა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა/რებილიტაციას მოხმარდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics